imedi
მერკელი: აშშ-ის სარაკეტო თავდასხმები გასაგებია თუ სირიელი ხალხის ტანჯვას გავითვალისწინებთ
მსოფლიო

ანგელა მერკელი
თუ სირიელი ხალხის ტანჯვას გავითვალისწინებთ, სირიაში აშშ-ის სარაკეტო თავდასხმები გასაგებია. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.
„ამ შეტევის მიზანშეწონილობას შეიძლება გავუგოთ, თუ ომის დანაშაულების მასშტაბებზე ვიფიქრებთ, და თუ უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს უმოქმედობას გავითვალისწინებთ", - განმარტა გერმანიის კანცლერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ამერიკულმა ხომალდებმა სირიის ტერიტორია რაკეტებით დაბომბა. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი იუწყება, სირიის ავიაბაზა "შაირათის" ტერიტორიისაკენ 59 რაკეტა გაუშვეს. სირიის სახელმწიფო ტელემაუწყებლობამ დაადასტურა, რომ ავიაიერიშის ქვეშ მოყვა სირიის ავიაბაზა.
სირიის არმიის მიერ გავრცელებული ბოლო ინფომრაციით დღეს აშშ-ის მიერ სირიის ავიაბაზის მიმართულებით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპა 10 სამხედრო და 9 მოქალაქე მათ შორის ოთხი ბავშვი.





