imedi
ვაშინგტონი სირიაზე სარაკეტო დარტყმას განიხილავს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჯეიმს მეტისი
ტელეკომპანია CBS საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიის ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვას შესთავაზებს.
ტელეკომპანიის ცნობით, თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიურ თავდასხმაზე რეაგირების რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებს, რომელთაგან ერთ-ერთი ამერიკის შეიარაღებული ძალების ხომალდებიდან ფრთოსანი რაკეტებით დარტყმაა.
მანამდე, CNN-ი იუწყებოდა, რომ ტრამპმა კონგრესის რამდენიმე წევრს უთხრა, რომ იდლიბში ქიმიური თავდასხმის გამო სირიის წინააღმდეგ სამხედრო ზომების მიღებას განიხილავდა. ვაშინგტონი სირიის პროვინციაში მომხდარზე პასუხისმგებლობას დამასკოს აკისრებს, რომელიც თავის მხრივ ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს.
4 აპრილს, იდლიბის პროვინციაზე ქიმიური თავდასხმა მოხდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით დაიღუპა სულ ცოტა 70 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი. ასობით ადამიანი დაშავდა.





