06 აპრილი 2017, 15:15
ნათია ჩაჩავა
დონის როსტოვში აფეთქება მოხდა
მსოფლიო

გაზიარება
რუსეთში, დონის როსტოვში მეხუთე გიმნაზიასთან ახლოს ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ექიმების განცხადებით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მომხდარის გამო სკოლასთან მისასვლელი გზა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასაწრაფო დახმარების ჯუფები.
თვითმხილველების თქმით, საეჭვო პაკეტი შენობასთან შავ სამოსში გამოწყობილმა მამაკაცმა დატოვა. რამდენიმე წამის შემდეგ კი აფეთქება მოხდა.





