imedi
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 11-12 აპრილს მოსკოვს ეწვევა
მსოფლიო

რექს ტილერსონი სერგეი ლავროვი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 11-12 აპრილს მოსკოვს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას ოფიციალური ვიზიტის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რექს ტილერსონი სერგეი ლავროვს შეხვდება, შეხვედრაზე კი საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებზე იმსჯელებენ. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებიც იქნება. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის კონფლიქტის შესახებაც ილაპარაკებენ და მინსკის შეთანხმების შესრულების საკითხებს განიხილავენ.
უწყებას მიაჩნია, რომ ტილერსონის ვიზიტი, არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს ინტერესებშია.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლი რუსეთში პირველად გამართავს შეხვედრებს.





