Imedi
პეტერბურგის ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
მსოფლიო

РИА Новости-ს ცნობით, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ ვერონიკა სკვარცოვას ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის მეტროს ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაშავებულია 51 ადამიანი.
რუსეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. რუს ხალხს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ. ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა დაურეკა.
აფეთქება 3 აპრილს 15:00 საათზე, ორ მეტროსადგურს შორის მოძრავ მატარებელში მოხდა. მემანქანემ შემადგენლობა გვირაბში არ გააჩერა.
ტერაქტი 22 წლის აკბარჟონ ჟალილოვმა მოაწყო. მისი ვინაობა ყირგიზეთის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა.
ჟალილოვმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. მას კავშირი ჰქონდა სირიელ ტერორისტებთან.
გამოძიება თანამზრახველების დადგენაზე მუშაობს.
რაც შეეხება მეორე ეჭვმიტანილს, რომლის ფოტოც მედიაში გავრცელდა, ყაზახია. ის პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ ტერაქტთან კავშირი არ აქვს.
გვიან ღამით ტერაქტის ადგილზე ვლადიმერ პუტინი მივიდა.
რუსეთის პრეზიდენტმა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა. სპეცსამსახურებისთვის მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ცნობილი იყო. ისინი საეჭვო პირების თვალთვალს და მოსმენას ახორციელებდნენ.
აფეთქებული ბომბისგან განსხვავებით, მეორე ბომბი, რომელიც მეტროს სხვა სადგურში იპოვეს, 700 გრამით მეტ ასაფეთქებელ ნივთიერებას - ტროტილს შეიცავდა.





