imedi
სანქტ-პეტერბურგის ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო
მსოფლიო

ბოლო ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მისი ვინაობა დადგენილია. ინფორმაციას სამართალდამცველებზე დაყრდნობით სააგენტო Интерфакс-ი ავრცელებს. სავარაუდოდ, ეს არის 23 წლის კაცი წარმოშობით შუა აზიიდან, რომელიც დაკავშირებული იყო რადიკალ ისლამისტებთან.
იმავდროულად, რუსულ პრესაში მეორე ეჭვმიტანილი ტერორისტის ფოტო გამოქვეყნდა.
"მეხუთე არხი" აქვეყნებს ადამიანის ფოტოს, რომელმაც სავარაუდოდ განათავსა ასაფეთქებელი მოწყობილობა სანქტ-პეტერბურგის მეორე მეტროსადგურში (Площадь Восстания). ეს მოწყობილობა არ აფეთქდა. ის გააუვნებელყვეს. მეორე ასაფეთქ ებელი მოწყობილობის სიმძლავრემ 1 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა, რაც სამ-ხუთჯერ მძლავრია აფეთქებულზე.
ტელეკომპანია იუწყება, რომ სპეცსამსახურებს სწორედ ამ ადამიანზე აქვთ ეჭვი.
СРОЧНО. ЭКСКЛЮЗИВ: в распоряжении Пятого канала оказалось ФОТО второго подозреваемого в организации теракта https://t.co/hcQfu6w2w5 pic.twitter.com/IlFZL6qXeu
— Пятый канал Новости (@5tv) April 3, 2017
მანამდე, პეტერბურგულმა ინტერნეტ გამოცემამ Фонтанка გამოაქვეყნა მეორე ეჭვმიტანილის ფოტო, რომელმაც ასფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურ Петроградская-ზე ააფეთქა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50-მდე დაშავდა.
რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. ტერაქტის მომზადების ბრალდებით სამართალდამცველები ორ ადამიანს ეძებდნენ.
4 აპრილიდან სანქტ-პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.





