ანდრეი ჯუფალაკიანი
სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა
მსოფლიო
ვითარება სანქტ-პეტერბურგის მეტროში
სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა. ცნობილი ხდება, რომ აფეთქების შედეგად ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო Tass.ru იუწყება. აფეთქება მატარებლის ვაგონში მოხდა. ქალაქის მეტროს ყველა ცენტრალური სადგურიდან ხალხი ევაკუირებულია. lenta.ru სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ კიდევ ერთ მეტროსადგურში საეჭვო ნივთი იპოვეს. ყველა მეტრო სადგური დახურულია.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც სანქტ-პეტერბურგში იმყოფება, უკვე ინფორმირებულია მომხდარზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. დღეს სანქტ-პეტერბურგში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა უნდა გაიმართოს.
სანქტ-პეტერბურგის მეტროში არსებული მდგომარეობის შესახებ ვიდეო youtube-ზე გავრცელდა.





