02 აპრილი 2017, 20:34
imedi
შვეიცარიაში სასკოლო ავტობუსის ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე მძიმედ დაშავდა
მსოფლიო
გაზიარება
შვეიცარიაში, სასკოლო ავტობუსი, რომელშიც 52 მოსწავლე და 7 მასწავლებელი იმყოფებოდა, ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 6-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, დანარჩენებს კი საშუალო და მსუბუქი დაზიანებები აქვთ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობილია, რომ ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსში მგზავრებს ეძინათ. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
#URGENTE Vuelca un autobús con 52 escolares (14-15 años) y 7 maestros en E45 a la altura de Sveg, norte de Suecia.Decenas de heridos graves. pic.twitter.com/xvNCGcXB2q
— JM Noticias (@JMNoticias) April 2, 2017





