BBC
პარაგვაიში არეულობას ოპოზიციონერი ემსხვერპლა
მსოფლიო

პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში ოპოზიციონერი, 25 წლის როდრიგო კიტანა დაიღუპა. მისი პარტიის ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ.
პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი გადააყენა.
ქვეყანაში პრეზიდენტისთვის მეორე ვადით არჩევის უფლების მინიჭებას აპროტესტებენ. 1 აპრილს დემონსტრანტებმა კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები, დემონსტრანტები და პოლიტიკოსები.
პარაგვაის 1992 წლის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტობა მხოლოდ ერთი ვადით, 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღებას პრეზიდენტი ჰორაციო კარტესი ცდილობს.





