imedi
უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ზავი ამოქმედდა
მსოფლიო

პეტრო პოროშენკო
დღეიდან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის შეწყვეტის ზავი ამოქმედდება. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე გასცა. ინფორმაციას ავრცლებს RadioFreeEurope-ი.
29 მარტს, მინსკში უკრაინაზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფი პირველი აპრილიდან დონბასში ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდა.
თავის მხრივ თვითაღიარებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. ლიდერები აცხადებენ, რომ საზავო პირობას დაიცავენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის ომი 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. მას წინ უძღოდა 2014 წლის უკრაინის რევოლუცია და ევრომაიდანის მოძრაობა, რომელმაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა დაასრულა. საპასუხოდ, რუსმა აქტივისტებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე ადმინისტრაციული შენობები და აეროპორტები დაიკავეს სადაც, მოსახლეობის უმრავლესობას რუსები შეადგენენ.
2016 წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაცია კვლავ გამწვავდა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას რუსეთს აბრალებდა, მოსკოვი - კიევს.





