31 მარტი 2017, 18:28
imedi
ჰაკერებმა ფრანსუა ოლანდი გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე დაპატიჟეს
მსოფლიო

ფრანსუა ოლანდი
გაზიარება
ჰაკერებმა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის Facebook-ზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომელშიც პრეზიდენტს "გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე" იწვევდნენ, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით.
განცხადებაში ისინი სტუმრებსაც ეპატიჟებოდნენ წვეულებაზე, რომელიც თითქოს ელისეის სასახლეში 7 მაისს, 20:00 საათზე უნდა გამართულიყო. განცხადება ვებგვერდზე გამოჩენიდან 1 საათში აიღეს, იუწყება ტელეარხი BFMTV.
სახუმარო მოწვევის ავტორები, სავარაუდოდ, „მოძრაობა ოლანდის გადაყენებისთვის“ აქტივისტები არიან.





