imedi
EPP: რუსული პროპაგანდა ლიბერალურ ღირებულებებს ძირს უთხრის
მსოფლიო

EPP - European People's Party
ევროკავშირში უდიდესმა პოლიტიკურმა ძალამ - ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) მალტაში გამართულ ორდღიანი კონგრესის შემდეგ, რეზოლუცია მიიღო. მასში "გამოუცხადებელ ომზეა" საუბარი, რომელსაც, სავარაუდოდ რუსეთი. დასავლეთის ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ ახორციელებს.
"რუსული პროპაგანდა, დეზინფორმაციის კამპანია და ანტიევროპული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, ძირს უთხრის ევროპულ პროექტებს, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობასა და ზოგადად, დასავლურ დემოკრატიას, მათ შორის ლიბერალურ ღირებულებებს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს“,- ნათქვამია რეზოლუციაში.
როგორც ავტორები ამტკიცებენ, რუსეთიდან არსებული კიბერსაფრთხე "გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ჩინეთიდან". ტექსტში ნათქვამია, რომ ქმედებები, როგორიცაა "ფაქტების დამახინჯება, დემოკრატიული პროცესის მიმართ ნდობისადმი საფრთხის შექმნა და არჩევნებში ჩარევა,აბსოლუტურად მიუღებელია".
"ევროკავშირმა რუსეთის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ ეფექტიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია დაუყოვნებლივ უნდა განავითაროს“,- აღნიშნავენ რეზოლუციის ავტორები.
მათი შეფასებით, ევროკავშირის ლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ კრემლმა გამოუცხადებელი ომი დაიწყო, რაც ევროპის მშვიდობასა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის.





