imedi
FIFA-მ შესაძლოა მესის დისკვალიფიკაცია მისცეს
მსოფლიო
FIFA-მ შესაძლოა არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და F.C. Barcelona-ს თავდამსხმელ ლიონელ მესის დისკვალიფიკაცია მისცეს. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
მესის დისკვალიფიკაციაზე ლაპარაკი 23 მარტს არგენტინა-ჩილეს შორის გამართული თამაშისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. თამაშის დროს, მესიმ ორ არბიტრს შეაგინა. Youtube-ზე დაპირისპირების ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.
მსაჯებს მესის მიერ მათი შეურაცხყოფის ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა FIFA აცხადებს, რომ მსაჯების დადასტურების გარეშეც შეუძლია მესისთვის დისკვალიფიკაციის მიცემა.
ჩილე-არგენტინას შორის შეხვედრა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ფარგლებში მოხდა. თამაშში, ერთადერთი გოლი არგენტინამ, კერძოდ კი მესიმ გაიტანა და ამით ნაკრებმა გამარჯვებაც მოიპოვა.





