ნატო-რუსეთის შეხვედრა 30 მარტს გაიმართება
მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი
ნატო და რუსეთი სხვადასხვა საკითხის შესახებ მათ განსხვავებულ შეხედულებებზე 30 მარტს, ერთობლივ შეხვედრაზე ილაპარაკებენ და საერთო აზრზე ჩამოყალიბებას შეეცდებიან. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს 30 მარტს, ბრიუსელში შეხვდებიან.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ შეხვედრა ელჩების დონეზე მოხდება. მედიისთვის ცნობილი არ არის, თუ რა საკითხებზე იმსჯელებენ ალიანსისა და რუსეთის წარმომადგენლები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო შეხვედრისას საუბარი უკრაინის კონფლიქტს შეეხებოდა, შესაძლოა ეს თემა ისევ განხილვის საგანი იყოს.
ნატო-რუსეთი შეხვედრა 2017 წელს პირველად გაიმართება.
31 მარტს, ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება, ხოლო ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევიდან პირველ სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბრიუსელში 25 მაისს გამართავს.





