გერმანიაში მიგრანტებს მუსლიმები უფრო ეხმარებიან, ვიდრე ქრისტიანები
მსოფლიო

არასამთავრობო, ბერტელსმანის ფონდმა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ გერმანიაში დევნილებს მუსლიმები უფრო ეხმარებიან, ვიდრე ქრისტიანები.
გამოკითვის თანახმად, მიგრანტებს სხვადასხვა სახით ეხმარება მუსლიმების 44%, ქრისტიანთა მხოლოდ 21%, ხოლო ათეისტების - 17%.
მუსლიმების მაღალ პროცენტს და იმას, თუ რატომ უთანაგრძნობენ დევნილებს ყველაზე მეტად სწორედ ისინი და არა სხვა რელიგიის წარმომადგენლები, მკვლევრები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. მთავარია ის, რომ მათ აქვთ საერთო კულტურული მემკვიდრეობა, წარმომავლობა და ენა, რომელზეც ლაპარაკობენ. ამგვარად, მიგრანტებს გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრირება უიოლდებათ.
სხვაობაა ასევე, გერმანიის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებს შორის. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებლების 22% ამბობს, რომ მიგრანტებს ეხმარება, აღმოსავლეთიდან კი ასეთი მხოლოდ 14%.





