imedi
ჯო ბაიდენი: აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას შევძლებდი
მსოფლიო

ჯო ბაიდენი
აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიქრობს, საპრეზიდენტო არჩევნებში "დემოკრატებს" მისი კანდიდატურა რომ წარედგინათ, ის ტრამპს მოუგებდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian წერს.
ბაიდენის განცხადებით, ის გეგმავდა არჩევნებში მონაწილეობას, "მართალია, ეს იქნებოდა ყველაზე რთული პრაიმერი, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვებას შევძლებდი", - ამბობს ყოფილი ვიცეპრეზიდენტი.
ჯო ბაიდენის თქმით, მისი შვილის დაავადების გამო, ვერ შეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიური ჩართვა.
ბაიდენის განცხადებით, ის არ ნანობს, რომ დრო საკუთარ შვილს დაუთმო, რომელიც კიბოს ებრძოდა. მაგრამ შეკითხვაზე "ნანობს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის არმიღებას?" ბაიდენი პასუხობს: "ვნანობ, რადგან მე ვიქნებოდი ყველაზე კვალიფიცირებული კანდიდატი."
ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ქოლგეითის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.





