imedi
აშშ-ში, ღამის კლუბზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
მსოფლიო

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატის ღამის კლუბში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. BBC-ის ცნობით,1 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, მათგან უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია.
ხალხის სავსე ღამის კლუბში სროლა ადგილობრივი დროით, ღამის პირველ საათზე ატყდა. ამ დროს კლუბში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სავარაუდოდ 2 იყო. ისინი ვერ დააკავეს და სამართალდამცველებს არც მათი აღწერილობა აქვთ. როგორც პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, თვითმხილველები ჩვენების მიცემას თავს არიდებენ.
ამ კლუბში უსიამოვნო ინციდენტები ადრეც მომხდარა, თუმცა ასეთი მასშტაბის თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს.





