imedi
ლონდონის ტერაქტში ფრანგი სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ
მსოფლიო

ლონდონი
გერმანია და საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებენ დიდ ბრიტანეთს 22 მარტს, ლონდონში, პარლამენტთან მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. ლიდერებმა განცხადებები Twitter-ზე გამოაქვეყნეს. ასევ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმციით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა.
ბოლო ინფორმაციით, ვესტმინსტერის ხიდზე ფრანგი სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ, სამიდან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას BBC ფრანგულ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მოზარდები ლონდონში სასკოლო ექსკურსიით იმყოფებოდნენ.
Daily Mail-ის ცნობით, დაშავებულებს შორის არიან 5 სამხრეთ კორეელი ტურისტიც.
Merkel: Deeply shocked by attacks on police & members of public in London. My thoughts are with injured & our solidarity goes out to the UK.
— GermanEmbassyLondon (@GermanEmbassy) March 22, 2017
"Le terrorisme nous concerne tous et la France sait ce que le peuple britannique a comme souffrance aujourd'hui" @fhollande #Londres
— Élysée (@Elysee) March 22, 2017
Spicer: Trump just spoke with British PM May
— Bradd Jaffy (@BraddJaffy) March 22, 2017
22 მარტს, ლონდონში ტერორისტი ავტომანქანით ვესტმინსტერის ხიდზე ჯერ ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ერთი დაჭრა. ტერორისტი ლიკვიდირებულია. მისი ჩათვლით, ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის დაჭრილი პოლიციელი, სულ ცოტა 20 ადამიანი დაშავდა.
ლონდონის ტერაქტი ბრიუსელის ტერაქტებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოხდა. 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში ტერორისტულ აქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი დაშავდა.





