imedi
ნატოს სამიტი 25 მაისს ჩატარდება
მსოფლიო

ნატოს ვარშავის სამიტი 2016 წელი
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩევიდან პირველ სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 25 მაისს, ბრიუსელში გამართავს. ინფორმაციას ალიანსის წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო AFP ავრცელებს.
მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მაისის ბრიუსელის სამიტი იქნება არა სრულმასშტაბიანი, არამედ მოკლე სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი ნატოს შტაბ-ბინაში ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მასპინძლობაა. სტოლტენგბერგმა თქვა, რომ შეხვედრის ფორმატის გამო მაისის სამიტზე ნატოს პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს არ მოიწვევენ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინა სამიტი 2016 წლის 8-9 ივლისს, ვარშავაში ჩატარდა.
25 მაისამდე, ბრიუსელში, 5-6 აპრილს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი არ დაესწრება. მის ნაცვლად სამიტზე აშშ-ს ტომ შენონი წარმოადგენს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აპრილში ტილერსონი მონაწილეობას მიიღებს იტალიაში, G7-ის სამიტში და აპრილშივე ჯერ ვაშინგტონში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს დაესწრება და შემდეგ რუსეთს ეწვევა.
2003 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაესწრება.





