22 მარტი 2017, 02:06
ვარშავაში საბჭოთა ჯარისკაცების სამარხი სვასტიკით შეურაცხყვეს
მსოფლიო

სსრკ-ს მონუმენტი ვარშავა
გაზიარება
პოლონეთში საბჭოთა არმიის ყველაზე დიდი სამარხი ვარშავაში შეურაცხყვეს. ინფორმაციას ავრცელებს Эхо Москвы, რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით.
საელჩოს განცხადებით, ჟვირკისა და ვიგურის ქუჩებზე ვანდალიზმის აქტი დაფიქსირდა. წითელი არმიის ჯარისკაცების მემორიალურ ძეგლსა და ფირფიტას უცნობებმა 15 ცალი ნაცისტური სიმბოლო, სვასტიკა მიახატეს. გარდა ამისა, ისრაელის დროშის ფონზე ნიშანი Stop წითლად შეღებეს.
"პოლონეთში რუსეთის ელჩმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტროს ვანდალიზმის აღმოფხვრისა და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ნოტა გაუგზავნა", - წერს რუსული მედია.





