დონალდ ტრამპი ჩინეთში გამგზავრებას ელის
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელის როდის ეწვევა ჩინეთს და უფრო მეტად განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, - განაცხადა რექს ტილერსონმა პეკინში ვიზიტის დროს. ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალურ მდივანს სი ძინპინს შეხვდა. დაიგეგმა, რომ აპრილში ჩინეთის ლიდერი ჩავა ვაშინგტონში. პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ორი ქვეყნის წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ კონკრეტულ პრობლემებზე, ვაჭრობაზე და მათ შორის ჩრდილოეთ კორეის ამბიციებზე, რომელიც ბირთვულ იარაღს ეხება.
„ჩვენ გვაქვს იმედი კონსტრუქციული ურთიერთობის, თქვენ თქვით, რომ სხვანაირად არც შეიძლება იყოს და მე ამას ვაფასებ“, - უთხრა სიმ სტუმარს.
საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ჩინეთი. ტრამპის აზრით, ჩინეთი ხელოვნურად სწევდა ეროვნულ ვალუტის კურსს, რაც ამერიკული საქონლის კონკურენტუნარიანობაზე ცუდად აისახებოდა.
ჩინეთმა კრიტიკა საკმაოდ მშვიდად მიიღო, მალე კი ტრამპმა რიტორიკა საგრძნობლად შეცვალა. წლის დასაწყისში ტრამპი და ძინპინი ერთმანეთს ტელეფონით რამდენჯერმე ელაპარაკნენ. ექსპერტების აზრით, ორი უძლიერესი ქვეყნის ეკონომიკა არ შეიძლება ერთმანეთთან კონფლიქტში იყოს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ჩინეთში ჩავიდა. ეს აღმოსავლეთ აზიაში მისი ტურნეს დასკვნით პუნქტია. ტურნეს მიზანია ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო და ბირთვული პროგრამების საკითხის განხილვა.





