ალეპოს მეჩეთზე საჰაერო დარტყმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

ალეპოს პროვინციაში, სოფელ ალ-ჯინში მდებარე მეჩეთზე მომხდარი დაბომბვის შედეგად 42-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ წერს გამოცემა The Guardian-ი.
აშშ-ი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მეჩეთზე მიტანილი ავიაიერიში ამერიკელი სამხედროების მიერ იქნა განხორციელებული.
A suspected U.S missile strike hit a mosque full of 300 people tonight in Al-Jinah, west #Aleppo.
— Charles Lister (@Charles_Lister) March 16, 2017
57+ killed so far.#Syria pic.twitter.com/EwjDF0frm5
"რეიდის ფარგლებში, ალეპოს პროვინციაში მდებარე მეჩეთზე ამოუცნობმა თვითმფრინავებმა მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა 42 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა", - აცხადებს ლონდონში არსებული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი რამი აბდელ რაჰმანი.
როგორც რაჰმანი აცხადებს, იერიშის შედეგად დაშავებულია დაახლოებით 100-მდე ადამიანი. გადარჩენილების ნახევარი კი სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.





