კონგრესი: ობამა ტრამპის ტელეფონს არ უსმენდა
მსოფლიო

კონგრესი ვაშინგტონი აშშ
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია არ უთვალთვალებდა დონალდ ტრამპს, - ნათქვამია ამერიკის კონგრესის დაზვერვის სპეციალური კომიტეტის ხელმძღვანელობის განცხადებაში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპი ამტკიცებდა, რომ წინა მთავრობა უსმენდა მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების სატელეფონო საუბრებს Trump Tower-ის ცათამბჯენში. კომიტეტმა სპეციალური განხილვა მოაწყო და დაასკვნა, რომ Trump Tower-ში სამთავრობო სტრუქტურა თვალთვალს არ აწარმოებდა არც 2016 წლის არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ.
გასულ კვირაში, თეთრმა სახლმა, კონგრესს, წინა ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების შესძლო გადამეტების ფაქტის გამოსაძიებლად, ოფიციალური თხოვნით მიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მარტის დასაწყისში ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ ობამა არჩევენებამდე მის სატელეფონო საუბრებს უსმენდა.
ობამას წარმომადგენელმა ბრალდება უარყო.
მიუხედავად კომიტეტის დასკვნისა, თეთრი სახლის პრესსპიკერმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ტრამპი თავის აზრზე რჩება.





