17 მარტი 2017, 04:15
imedi
პერუში წყალდიდობას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

გაზიარება
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ წყალდიდობას პერუში 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ტელეკომპანია Telesur-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ ქვეყნის 25 რეგიონიდან 20 მოიცვა, 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 11 - დაკარგულია. დაზიანდა ან განადგურდა, სულ ცოტა, 546 ათასი პერუელის ქონება. მთლიანობაში სტიქია 546 ათას ადამიანს შეეხო.





