imedi
გაერო: მსოფლიოს 106 ქვეყანაში ადამიანებით ვაჭრობენ
მსოფლიო

გაეროს შტაბ-ბინა ნიუ-იორკი აშშ
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის თქმით, ადამიანებით ვაჭრობის პრაქტიკა მსოფლიოს 106 ქვეყანაშია. ამის შესახებ გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც ადამიანებით ვაჭრობას და შეიარაღებული კონფლიქტების პრობლემას მიეძღვნა.
მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაციები "ისლამური სახელმწიფო" და "ბოკო ჰარამი", არამხოლოდ ღიად აიძულებენ ადამიანებს შრომას, არამედ ამტკიცებენ, რომ ეს კანონიერია. გუტერეშმა აღნიშნა, რომ სირიაში "ისლამურმა სახელმწიფომ" მონებით ვაჭრობის ბაზრები შექმნა და ქალების და გოგოების დაჭერის, კონტროლის და გაყიდვის გზამკვლევებსაც ქმნის.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში იძულებითი შრომის და ექსპლუატაციის მსხვერპლი 21 მილიონი ადამიანია, რაც დამნაშავეებს 150 მილიარდი დოლარის შემოსავალს აძლევს.





