imedi
ბრაზილიის გენპროკურორი პოლიტიკოსებს კორუფციაში ამხელს
მსოფლიო

ბრაზილია
ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა როდრიგო ჟანომ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში 83 საქმე შეიტანა, რათა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. სარჩელები მიმართულია ქვეყნის ათობით პოლიტიკოსისა და ჩინოსნის წინააღმდეგ, - იუწყება BBC.
პროკურორის თქმით, ისინი კორუფციაში არიან მხილებულნი. ჟანო სამშენებლო კონცერნის Odebrecht ტოპმენეჯერების და თანამშრომლების ჩვენებებს ეყრდნობა.
Odebrecht სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, ის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Petrobras კონტრაქტორია.
ეს ფაქტი კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყანაში ისედაც რთულ მდგომარეობას, რაც მსხვილ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება.





