imedi
WikiLeaks-ი ნიდერლანდების პოლიტიკურ ლიდერებზე დოკუმენტებს აქვეყნებს
მსოფლიო

გერტ ვილდერსი
WikiLeaks-მა თავის ვებგვერდზე ნიდერლანდების პრემიერმინისტრზე, მარკ რუტეზე და მის კონკურენტზე, გერტ ვილდერსზე, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მასალები გამოაქვეყნა. ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები 15 მარტს ტარდება.
ორგანიზაციის Twitter-ზე ნათქვამია, რომ რუტეზე გამოქვეყნებულია 1699 დოკუმენტი, ხოლო და ვილდერსზე - 1392
Dutch election iWednesday. Here are 1392 documents from WikiLeaks archives referencing right-populist Geert Wilders https://t.co/fg9CY6WxAz
— WikiLeaks (@wikileaks) March 13, 2017
წინასწარი კვლევებით, საპარლამენტო არჩევნების ლიდერად მოქმედი პრემიერმინისტრის მარკ რუტეს "სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის" (VVD) რჩება. მისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 18% აპირებს. ასეთ შემთხვევაში პარტია პარლამენტში 150 საპარლამენტო მანდატიდან 27-ს მიიღებს. ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე "თავისუფლების პარტიას" (PVV) მხარს უჭერს რესპონდენტების 16%, რაც 24 მანდატის ტოლია.





