მოსკოვი რუსული სპეცრაზმის ეგვიპტისა და ლიბიის საზღვართან ყოფნას უარყოფს
მსოფლიო

რუსული სპეცრაზმის ეგვიპტისა და ლიბიის საზღვართან ყოფნის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Reuters-მა აშშ-ის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
ოფიციალურმა ანონიმურმა წყარომ სააგენტოს უთხრა, რომ სპეცრაზმი ეგვიპტის დასავლეთ ნაწილში, ლიბიის საზღვრიდან დაახლოებით 100კმ-ის რადიუსში იმყოფება. ეგვიპტის სპეცსამსახურები რუსული სპეცრაზმის 22 კაციანი ჯგუფის ეგვიპტის ავიაბაზაზე ყოფნას ადასტურებენ, თუმცა მათ მონაწილეობას ეგვიპის მისიაში უარჰყოფენ.
აშშ-ის ოფიციალური წყაროების ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურების ნებისმიერი გადაადგილება შეფასდება, როგორც ლიბიის ეროვნული არმიის ხელმძღვანელის ხალიფ ჰაფთარის მხარდაჭერა.
Reuters-სი Interfax-ზე დაყრდნობით იუწყება,რომ ცოტა ხნის წინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა გააკეთა. იგორ კონაშენკოვის თქმით, რუსული სპეცრაზმი სიდი ბარანიში არ იმყოფება.





