ლორდთა პალატამ Brexit-ის კანონპროექტი დაამტკიცა
მსოფლიო

დიდ ბრიტანეთს შეუძლია დატოვოს ევროკავშირი. ბრიტანეთის ლორდთა პალატამ Brexit-ის კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის Brexit-ის პროცესის დაწყების უფლება მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გადაწყვეტილება მიღებულია და კანონპროექტი რომ კანონად იქცეს, დიდი ბრიტანეთის დედოფლმა ელისაბედ II-მ უნდა მოაწეროს ხელი. მხოლოდ ამის მერე შეძლებს პრემიერმინისტრი ტერეზა მეი Brexit-ის დაწყებას.
რაც შეეხება Brexit-ის შემდეგ, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების შენარჩუნებას, ლორდთა პალატამ აღნიშნული შესწორება, ხმათა უმრავლესობით 274 ხმით 135-ის წინააღდეგ, არ მიიღო.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ აუკრალა თავისი კაბინეტის წევრებს ქვეყნის დატოვება იმ დრომდე, ვიდრე Brexit-ის პროცესი არ ამოქმედდება. Telegraph-ის ცნობით, აკრძალვა დაკავშირებული იყო იმის შიშთან, რომ მოსალოდნელზე მეტი კონსერვატორი არ დაუჭერდა მხარს ლორდების პალატის მიერ შეთავაზებულ ორ ცვლილებას, რაც ხელს შეუშლიდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის დაწყებას.
ბრიტანეთის მთავრობა Brexit-ის ამოქმედების ზუსტ ვადებს არ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ ეს მარტის ბოლომდე მოხდება.





