ერდოღანმა მერკელი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანგელა მერკელი
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ინფორმაციას სააგენტო France Presse ავრცელებს.
#UPDATE Erdogan accuses Merkel of 'supporting terrorists' https://t.co/icjm4GlvW2
— AFP news agency (@AFP) March 13, 2017
ერდოღანმა გერმანიის კანცლერს თურქეთ-ჰოლანდიის სკანდალში ოფიციალური ამსტერდამის მხარდაჭერაც უსაყვედურა.
თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებებს გამოეხმაურა ანგელა მერკელის წარმომადგენელი შტეფან ზაიბერტი. მისი თქმით, მერკელი ერდოღანის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
ზაიბერტის თქმით, კანცლერი არ ჩაერთვება პროვოკაციულ თამაშში.
#BREAKING Merkel says Erdogan comments 'absurd': spokesman
— AFP news agency (@AFP) March 13, 2017
ოფიციალურ ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტამბოლში გერმანელი ჟურნალისტი ტერორისტების მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. ანგელა მერკელმა ერდოღანს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.
ამის შემდეგ იყო გერმანელების მიერ თურქეთის იუსტიციის მინისტრისთვის, ქალაქ ჰეგენაუში გერმანიაში მცხოვრებ თურქ მოსახლეობასთან შეხვედრის გაუქმება. შეხვედრაზე მინისტრს აპრილში, თურქეთში დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებ უნდა ელაპარაკა. თანდათან სიტუაცია სულ უფრო გამწვავდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიაში მისი მხარდამჭერი აქციების აკრძალვა ნაცისტების ქმედებას შეადარა. თურქეთს ურთიერთობა დაეძაბა ჰოლანდიასთანაც, სადაც მისი მხარდამჭერი აქცია-შეხვედრები იყო დაგეგმილი. ჰოლანდიამ ეს შეხვედრები გააუქმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს კი აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცა. ერდოღანმა ჰოლანდიელებსაც ფაშისტები უწოდა, მოგვიანებით კი ბანანის რესპუბლიკადაც მოიხსენია.





