imedi
ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა
მსოფლიო

ევროპარლამენტი ბრიუსელი
13 მარტს, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები კიდევ ექვსი თვით, 15 სექტემბრამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია იმ ქმედებების გამო, რომელიც "საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტს და ტერიტორიულ მთლიანობას".
სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის და ყირიმის მიერთების გამო ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვითი წარმოების სფეროებს მოიცავს. მათი გაუქმება დაკავშირებულია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში სტაბილიზაციის მიზნით გაფორმებული მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.





