ბერლინის აეროპორტებში 660 ფრენა გადაიდო
მსოფლიო

ბერლინი გერმანია
ბერლინის Tegel და Schönefeld აეროპორტებში ადგილობნრივი პერსონალის გაფიცვის გამო დაახლოებით 600-ზე მეტი ფრენა გადაიდო. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გაფიცვა პროფოკავშირების Verdi-ის ორგანიზებულია. ბერლინის აეროპორტების თანამშრომლები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. აქციაში 2 000 ადამიანი მონაწილეობს. Schönefeld-ის და Tegel-ის აეროპორტების თანამშრომლებმა 25-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცვაში მონაწილეობენ ავიაკომპანია Lufthansa-ს თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მიუნხენიდან და ფრანკფურტიდან ბერლინის მიმართულებით რეისებს არ შეასრულებენ.
პროტესტის გამო, Schönefeld-ის აეროპორტში 195 რეისი გადაიდო, ხოლო Tegel-ის აეროპორტში თითქმის ყველა - 465 რეისი - გადადებულია.





