პრაღის გეი აღლუმზე ათობით ათასი მონაწილე გავიდა
მსოფლიო
პრაღის გეი აღლუმი
ფოტო: Twitter
ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ფესტივალში Prague Pride, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მხარდასაჭერად გაიმართა. დემონსტრანტები ქუჩაში ცისარტყელას ფერებიანი დროშებითა და პლაკატებით გავიდნენ წარწერით - „სიყვარული - სიყვარულია“. ინფორმაციას DW ავრცელებს.
მსვლელობაზე პოლიტიკური შინაარსის ტრანსფარანტებიც ჰქონდათ გამოტანილი. ზოგიერთ მონაწილეს სახე სილიკონის ნიღბები ჰქონდა დაფარული.
მსვლელობის უბნებზე პოლიცია მემარჯვენე რადიკალების თავდასხმისგან მონაწილეთა დასაცავად მორიგეობდა .
აღლუმის საპატიო სტუმარი წელს ჰოლანდიელი ტრანსგენდერი მოდელი ლუიზა ლამერსი იყო.
ფესტივალი 12 აგვისტოს დასრულდება.





