ასადი ტერორიზმის გავრცელებაში ევროკავშირს ადანაშაულებს
მსოფლიო

ბაშარ ალ-ასადი
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროპის არასწორმა პოლიტიკამ, სირიისა და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ, რეგიონში ტერორიზმის გავრცელება გამოიწვია. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Sana.
„დამასკის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დანიშვნამ გამოიწვია ის, რასაც დღეს ვხედავთ: ტერორიზმის გავრცელება და ლტოლვილების მოზღვავება,“- აღნიშნა ასადმა.
გარდა ამისა, სირიის პრეზიდენტმა დაამატა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მედიის მიმართ, რომელიც სირიის კრიზისს აშუქებს, ნდობა დაკარგა. ამის გამო, ევროპის პარლამენტის წევრებმა მოუხშირეს დამასკში ჩამოსვლას. „დეპუტატები აპირებენ გაეცნონ სიტუაციას და დაინახონ ნამდვილი სურათი“, - თქვა ასადმა.
11 მარტს სირიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ერთადერთ ქვეყნად რუსეთს მიიჩნევს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ რეალურად ებრძვის და ამ ეტაპზე ვერანაირ პრაქტიკულ თანამშრომლობის შესაძლებლობებს აშშ-სთან ვერ ხედავს.





