12 მარტი 2017, 19:50
ბრაზილიაში 84 წლის ქალი 500 ფუტკრის ნაკბენისგან გარდაიცვალა
მსოფლიო

გაზიარება
ბრაზილიაში 84 წლის ქალს 500-მა ფუტკარმა უკბინა, რის შედეგადაც გარდაიცვალა, იუწყება უცხოური მედია. ის თავის სახლთან ახლოს ტყეში ფიჩხს აგროვებდა, სადაც შემთხევით გადააწყდა ფუტკრების ბუდეს.
ქალი მაშინვე შეამჩნიეს და სამაშველო სამსახურს გამოუძახეს, თუმცა ქალის დახმარება ვერ შეძლეს. მაშველები 30 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ მწერების გარეკვას.
დაზარალებული მიყენებული ტრავმებით მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.





