ნათია ჩაჩავა
გერმანიაში, ტერაქტის საფრთხის გამო, 5 ატომური ელექტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა
მსოფლიო

გერმანიაში, შესაძლო ტერაქტის საფრთხის გამო, 5 ატომური ელექტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას "Spiegel" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიზეზი გერმანიის საჰაერო სივრცეში მომხდარი ინციდენტი გახდა. განგაში მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდ ბრიტანეთში მიმავალ სამგზავრო თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.
გერმანული მედიის ცნობით, ლაინერთან კავშირის აღდგენას 22 წუთი დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში გაჩნდა ეჭვი, რომ კომპანია "ეარ ინდიას" თვითმფრინავი ტერორისტებს ჰყავდათ გატაცებული.
საფრთხის გამო ბელგიის, ჩეხეთისა და გერმანიის თავდაცვის უწყებამ ჰაერში სამხედრო თვითმფრინავების აფრენის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ განგაში ცრუ აღმოჩნდა. სამგზავრო თვითმფრინავთან კავშირი რამდენიმე წუთს შემდეგ აღდგა.
წინასწარი ვერსიით, მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო.
დღესვე, გერმანიის ქალაქ ესენში, ტერაქტის საფრთხის გამო, სავაჭრო ცენტრიდან მომსახურე პერსონალისა და მოქალაქეების ევაკუაციაც მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია Independent-მა გაავრცელა.





