ასადი: რუსეთი ერთადერთი ძალაა რომელიც ტერორისტებს რეალურად ებრძვის
მსოფლიო

ბაშარ ალ-ასადი
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი რუსეთს ერთადერთ ქვეყნად მიიჩნევს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ რეალურად ებრძვის და ამ ეტაპზე ვერანაირ პრაქტიკულ თანამშრომლობის შესაძლებლობებს აშშ-თან ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ტელეარხ Phoenix TV-სთან ინტერვიუს დროს ილაპარაკა.
„ერთადერთი სერიოზული მხარე არის რუსეთი, რომელიც ეფექტურად ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“ ჩვენთან ერთად“, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, აღნიშნა რომ დამასკი, თეორიულად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობებს განიხილავს, მაგრამ რეალობაში ასე არ ხდება - „იმიტომ რომ სირიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ოფიციალურ დონეზე არ არსებობს,“- განმარტა ასადმა.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ აშშ-მა რეიდები ტერორისტების წინააღმდეგ „სირიასთან კონსულტაციების გარეშე ჩატარა, რაც არაკანონიერი იყო“.
ბაშარ ალ-ასადი იმედოვნებს, 2017 წელი იქნება სამოქალაქო ომის დასასრული. „ჩვენ სულ გვაქვს იმედი, რომ ეს წელი უკანასკნელია, თუმცა ეს ომია და არასდროს იცი რა მოხდება“.
სირიის პრეზიდენტის ასადის წინააღმდეგ ბრძოლა 2011 წელს დაიწყო. კონფლიქტი გადაიზარდა ფართომასშტაბიან ომში, რომლის დროსაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფო“ გაძლიერდა.





