imedi
ტრამპის და აბასის სატელეფონო საუბარი განმარტეს
მსოფლიო

მაჰმუდ აბასი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა, გუშინდელ სატელეფონო საუბრის დროს, ახლო აღმოსავლეთის პრობლემის დარეგულირებაზრე იმსჯელეს. ინფორმაციას Aljazeera თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის ლიდერმა კოლეგას თავისი მოსაზრების შესახებ აცნობა, რომლის თანახმად შეთანხმების დრო დადგა: „პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი შეთანხმება ისრაელის მოქალაქეებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობას დაამყარებს. ამას პოზიტიური ეფექტი მთელ მსოფლიოზე ექნება“, - განაცხადეს თეთრ სახლში.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპმა პალესტინის ავტონომიის ლიდერი ვაშინგტონში მიიწვია.





