მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტი დასახელდა
მსოფლიო

ჰელსინკი-ვანტაას აეროპორტი
ტურისტებმა მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად ჰელსინკი-ვანტაას აეროპორტი დაასახელეს, - წერს Daily Mail-ი.
ფინეთის დედაქალაქის აეროპორტმა ჩამონათვალში პირველი ადგილი დაიკავა. საუკეთესო აეროპორტების სია, 65 ათასზე მეტი მოგზაურის გამოხმაურების საფუძველზე, საერთაშორისო ტურისტული სააგენტოს eDreams-ის ექსპერტებმა შეადგინეს.
მეორე ადგილი დაიკავა გლაზგოს აეროპორტმა (ბრიტანეთი), მესამე - შვეიცარიის ციურიხის აეროპორტმა, მეოთხე და მეხუთე - მიუნხენის და ფრანკფურტის აეროპორტებმა.
პირველ ათეულში მოხვდნენ ასევე, ჟენევის, ბანგკოკის (სუვარნაბჰუმი), თელ-ავივის (ბენ-გურიონი), ნორვეგიული ოსლოს და ირალანდიური დუბლინის აეროპორტები.
ტურისტებმა მსოფლიოში ყველაზე ცუდი აეროპორტიც დაასახელეს. ანტირეიტინგის პირველ ადგილზეა გერმანული ბერლინ-შიონეფელდი, მეორეზე - ლონდონის ლუტონის აეროპორტი და მესამეზე - ნიუ-იორკის ლა-გუარდია.
სია ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეიქმნა, როგორებიცაა სისუფთავე, მგზავრების შემოწმების ოპერატიულობა, რესტორნების და მაღაზიების არსებობა და სხვ.





