10 მარტი 2017, 05:41
დიუსელდორფის სადგურში უცნობმა კაცმა ადამიანები ნაჯახით დაჭრა. ვიდეო
მსოფლიო

გაზიარება
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის მთავარ სარკინიგზო სადგურზე უცნობმა კაცმა ნაჯახით რამდენიმე ადამიანი დაჭრა. თავდასხმის ფაქტს ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს. ინფორმაციას BBC გერმანულ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს.
AFP-ს ცნობით, დაახლოებით 5 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ სადგურის შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მოახდინა. ორი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, თუმცა სპეცოპერაცია გრძელდება. დუსელდორფის სადგურის რაიონში მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია.





