imedi
ზემანი ჩეხეთის პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებშიც მონაწილეობს
მსოფლიო

მილოშ ზემანი
9 მარტს, ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, - იუწყება Associated Press-ი.
"გადავწყვიტე, კვლავ ვიყარო კენჭი რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე", - განაცხადა ზემანმა ათასამდე მხარდამჭერის და თანამებრძოლის გარემოცვაში პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც ზემანის პირველი ინაუგურაციიდან მეოთხე წლისთავს აღნიშნავდნენ.
პარსკევს, ზემანი სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს ჩეხი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის, სადაც გადაწყვეტილებას ოფიციალურად გაასაჯაროებს.
მილოშ ზემანმა ჩეხეთის პრეზიდენტის არჩევნებში პირველად 2013 წლის იანვარში გაიმარჯვა. ეს იყო პირველი პირდაპირი წესით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები რესპუბლიკაში. მაშინ ზემანმა ხმათა 54% მიიღო და კონკურენტი, შს ყოფილი მინისტრი, კარელ შვარცენბერგი დაამარცხა. იმავე წლის 8 მარტს, ზემანმა პრეზიდენტის ფიცი დადო და ჩეხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი გახდა. მანამდე, ეს თანამდებობა ხუთ-ხუთი წლით ეკავათ ვაცლავ ჰაველს და ვაცლავ კლაუსს.
წელს ზემანი 73 წლის ხდება.





