იტალიელ კომუნისტებს ლენინის ბიუსტი მოჰპარეს
მსოფლიო

ვლადიმერ ლენინის ძეგლი ესტონეთი
იტალიაში, ქალაქ ლივორნოში, "კომუნისტური აღორძინების" რეგიონული განყოფილებიდან, ლენინის ბიუსტი გაიტაცეს. ამის შესახებ იტალიური გაზეთი Il Tirreno წერს.
გაზეთის ცნობით, უცხო პირები ღამით, პარტიის შენობაში შეიჭრნენ და მეტალის ბიუსტი, ნამგალი და უროს მოოქროვილ ელემენტთან ერთად მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ ქურდებმა მხოლოდ ეს ორი რამ წაიღეს და თანხას, და სხვა ღირებულ ნივთებს ყურადღება არ მიაქციეს.
პარტიის წარმომადგენლება მძარცველებს ბიუსტის დაბრუნება სთხოვეს, - "იქნებ მიხვდნენ, რომ სიღარიბის დაძლევა, მხოლოდ შრომით და თანასწორი პირობებისთვის ბრძოლით შეიძლება, როგორც ეს ჩვენს პარტიას სურს“, - ამბობს იტალიური კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი.
"კომუნისტური აღორძინების პარტია" იტალიაში 1991 წელს შეიქმნა, როდესაც იტალიელი კომუნისტების უმრავლესობა "სოციალ-დემოკრატების" პოზიციაზე გადავიდა. მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ელეონორა ფორენცა 2014 წელს ევროპარლამენტში აირჩიეს.





