imedi
პენტაგონს რუსულ „როსობორონექსპორტთან“ თანამშრომლობა ეკრძალება
მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პენტაგონის ბიუჯეტს, რომელიც უწყებას "როსობორონექსპორტთან" თანამშრომლობას უკრძალავს.
"როსობორონექსპორტის" პრესსპიკერის განცხადებით, "პენტაგონს ეს აკრძალვა უკვე დიდი ხანია დაუწესეს და დღემდე არ მოუხსნიათ". ინფორმაციას ავრცელებს Sputnik International.
დოკუმენტი, რომელიც სექტემბრის ბოლომდეა გათვლილი, სამხედრო საჭიროებებისთვის 578 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს და მას 371-მა კონგრესმენმა 48-ის წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი.
აღნიშნულია, რომ შეზღუდვები მანამდე დარჩება ძალაში, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს „სირიის მთავრობისთვის გამანადგურებელი სამხედრო მოწყობილობების მიწოდებას და არ გაიყვანს ჯარებს ყირიმის ნახევარკუნძულიდან“.





