09 მარტი 2017, 17:57
NBC
რუსეთში ამერიკის ელჩი ჯონ ჰანთსმენი იქნება
მსოფლიო

ჯონ ჰანთსმენი
candidatephotos.com
გაზიარება
ჯონ ჰანთსმენი დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა - ის რუსეთში აშშის ელჩი იქნება. ჰანთსმენი გასულ კვირას სახელმწიფო მდივანს და პრეზიდენტის თანაშემწეებს შეხვდა.
56 წლის ჰანთსმენი დიპლომატიურ მისიას მესამედ უხელმძღვანელებს. ის იყო ელჩი სინგაპურსა და ჩინეთში. ობამას ადმინისტრაციის დროს პეკინში მსახურობდა.
ჰანთსმენი იყო იუტის შტატის გუბერნატორი, 2012 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი.
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი 2014 წლიდან ჯონ ტეფტია.





