09 მარტი 2017, 12:40
ია შათირიშვილი
მოზარდმა მეორე მსოფლიო ომისდროინდელი თვითმფრინავი იპოვა
მსოფლიო
დანია
გაზიარება
14 წლის მოზარდმა დანიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი თვითმფრინავი იპოვა, რომლის კაბინაშიც მფრინავის სხეულის ნაწილებსაც მიაგნო.
უჩვეულო აღმოჩენა ბავშვმა საშინაო დავალების შესრულებისას გააკეთა. ისტორიის მასწავლებელმა მას მეტალოდეტექტორით ნივთების მოძებნა დაავალა.
აღმოჩენა იმაზე შთამბეჭდავი აღმოჩდა, ვიდრე ვინმე ელოდა. გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩამოგდებულ თვითმფრინავს 14 წლის ბიჭმა სახლთან ახლოს, დანიის ქალაქ ბირკელსეში მიაგნო. ფრაგმენტები Messerschmitt მარკის გერმანულ ავიაგამანადგურებელს ეკუთვნის. მისი აღმოჩენის ადგილზე ახლა უკვე სპეციალისტები მუშაობენ.





