imedi
თეთრი სახლი: ტრამპი რუსეთის ელჩს არ შეხვედრია
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, სარა სანდერსმა The Huffington Post-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი არ შეხვედრია ვაშინგტონში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს. თეთრი სახლი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ლაპარაკია მიღებაზე, რომელიც ერთ-ერთმა კვლევითმა ცენტრმა ვაშინგტონში სასტუმრო Mayflower-ში 2016 წლის აპრილში გამართა. ღონისძიებას რამდენიმე ქვეყნის ოთხი ელჩი, მათ შორის კისლიკიც ესწრებოდა. სანდერსი ამბობს, რომ ტრამპი მიღებაზე სულ 5 წუთი იყო და შემდეგ სიტყვით გამოვიდა, რომ მას ელჩთან ურთიერთობის დრო უბრალოდ არ ჰქონდა.
2016 წლის 13 მაისს The Wall Street Journal -მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ Mayflower-ი სიტყვიტ გამოსვლამდე ტრამპი გულითადად მიესალმა კისლიაკს და დანარჩენს სამ ელჩს.
2017 წლის დასაწყისში CNN-ი და The Washington Post-ი იუწყებოდნენ, რომ ვიდრე ჯეფ სეშნს აშშ-ის გენერალურ პროკურორად და იუსტიციის მინისტრად დანიშნავდნენ, მას ურთიერთობა ჰქონდა ამერიკაში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან. თებერვლის დასწყისში ცნობილი გახდა რუს დიპლომატთან პრეზიდენტის მრჩევლის მაიკლ ფლინის სატელეფონო საუბრების შესახებ. საბოლოოდ, ფლინი გადადგა.
ტრამპის გუნდს მოსკოვთან არაფორმალურ კავშირებში ადანაშაულებენ. თავად ტრამპი რუსეთთან რაიმე ტიპის პოლიტიკურ ან საქმიან კავშირებს უარყოფს.





