ლევან მორჩიაშვილი
პეკინი ფხენიანს რაკეტების გამოცდაზე კომპრომისს სთავაზობს
მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა მზად არიან შეწყვიტონ სამხედრო წვრთნები, თუკი ჩრდილოეთ კორეა აღარ გააგრძელებს ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის გამოცდას. შეთავაზება ჩრდილოეთ კორეას ჩინეთის ხელისუფლებამ გადასცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორივე მხარის მიერ კომპრომისზე წასვლა პირველი ნაბიჯი იქნება, რომ არსებული დაძაბულობა განიმუხტოს და მოლაპარაკებები განახლდეს.
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები 6 მარტს გაუშვა. სავარუდოდ, ეს იყო ტრანსკონტინენტური ბალისტიკური რაკეტები KN-08 ან KN-14-ი. სწავლებებს ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ადევნებდა თვალს.
ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდა სამხრეთ კორეაში ფართომასშტაბიანი ამერიკულ-კორეული სამხედრო სწავლების ჩატარებას დაემთხვა.





