imedi
აშშ-ში მატარებლის და ავტობუსის შეჯახებას 4 ადამიანი ემსხვერპლა
მსოფლიო

აშშ-ში სატვირთო მატარებელი ავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად, სულ ცოტა, 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით - დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას WLOX-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:15 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტობუსმა რელსებზე გადასვლა ვერ შეძლო და გაჩერდა, რის შემდეგაც მას მატარებელი დაეჯახა. ოფიციალურად ამ ვერსიას ჯერ არ ადასტურებენ. ავარიის მიზეზი უცნობია.
Crews are working to extract as many people from the bus as possible. Several people have already been airlifted to the hospital pic.twitter.com/t3yQlldEpt
— Victor Williams (@VictorWLOX) March 7, 2017
პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან მოდიოდა. მასში 50-მდე მგზავრი იყო, უმრავლესობა - მოხუცები. მაშველებმა დაშავებულები ფანჯრებიდან ამოიყვანეს. 35 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
სატვირთო მატარებელი ახალი ორლეანიდან ალაბამისკენ მიდიოდა.





