ერაყის არმიამ მოსულის ადმინისტრაცია დაიკავა
მსოფლიო

ერაყის არმიამ ქალაქ მოსულის ადმინისტრაციული შენობების კვარტალი, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლა. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
გარდა ამისა, ერაყის არმიამ დაიკავა ცენტრალური ბანკი და მოსულის ნაციონალური მუზეუმი, რომელიც ტერორისტებმა გაქურდეს.
სპეცოპერაცია 7 მარტის ღამეს ხორციელდებოდა და 1 საათში წარმატებით დასრულდა. ათობით ექსტრიმისტი ლიკვიდირებულია.
მედიის ცნობით, ერაყის პრემიერი, ჰაიდარ ალ-აბადი, მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ქალაქის აღების შემდეგ, პირველად ჩავიდა. ის პირადად გაეცნობა ფრონტზე არსებულ სიტუაციას.
მოსული - ერაყის უდიდესი ქალაქი და „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქი. ერაყის არმიის შტურმი, რომელსაც ამჟამად ქალაქის აღმოსავლეთი უკავია, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. დაზვერვის ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ექსტრიმისტი დასავლეთ რეგიონში, ისევ იმყოფება.





