ია შათირიშვილი
ყოფილმა პოლიციელმა 200 ადამიანის მკვლელობა აღიარა
მსოფლიო
ფილიპინები
ფილიპინებში ყოფილმა პოლიციელმა 200 ადამიანის მკვლელობა აღიარა. სკანდალური განცხადება არტურო ლასკანასმა სენატში მოსმენაზე გააკეთა.
ის აცხადებს, რომ ქალაქ დავაოში მოქმედ ე.წ. „სიკვდილის ესკადრონში“ ირიცხებოდა, როცა ამავე ქალაქის მერი, ქვეყნის დღევანდელი პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე იყო. ყოფილი პოლიციელი აცხადებს, რომ აღიარებითი ჩვენება სინდისის ქენჯნის გამო გადაწყვიტა.
რაც შეეხება პრეზიდენტ დუტერტეს, ის ქალაქ დავაოს მერი 20 წლის წინ იყო. იმ პერიოდში ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის ფარგლებში, დამნაშავეების მკვლელობაზე სანქცია მას არაერთხელ გაუცია, მეტიც, ისიც კი აქვს აღიარებული, რომ ნარკომოვაჭრეების ლიკვიდაციაში პირადად იღებდა მონაწილეობას.





